ზაზა ურუშაძემ 29-ე ვარშავის კინოფესტივალზე საუკეთესო კინორეჟისორის პრიზი მიიღო ფილმისთვის "მანდარინები".
აღსანიშნავია, რომ ფილმის პრემიერა კინოთეატრ "ამირანში" 15 ოქტომბერს გაიმართა, ხოლო 31 ოქტომბერს ქ. ტალინში შედგება, რადგან ქრთულ-ესტონური კოპროდუქციაა საქართველოს შემდეგ პრემიერა ესტონეთში იგეგმება.
სიუჟეტი აფხაზეთის ომის ფონზე ვითარდება, თუმცა ფილმში ომის სცენები არ არის ასახული. ფილმი მოგვითხრობს აფხაზეთში მცხოვრებ ესტონელებზე, რომელიც ომის დროს თავისი სურვილით დარჩა აფხაზეთში. დრამაში აღწერილია ესტონელი გმირის სახლში მოხვედრილი დაჭრილი ქართველი და ჩეჩენი ჯარისკაცების ურთიერთობა.
ფილმის გადაღებები 2012 წლის დეკემბერში გურიაში მიმდინარეობდა. მონაწილეობენ მსახიობები: მიშა მესხი, გიორგი ნაკაშიძე, ლემბიტ ულფსაკი და სხვები. ფილმის კომპოზიტორია ნიაზ დიასამიძე და მასში ასევე გამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა "მე გადმოვცურავ ზღვას."
ქართულ-ესტონურმა პროექტმა მიიღო ევროპის საბჭოს კინოს განვითარების ფონდის „ევრიმაჟის" 110 000 ევროს ოდენობის ფინანსური მხარდაჭერა. პროექტს მოპოვებული აქვს ეროვნული კინოცენტრის სუბსიდიაც.
მასალის გამოყენების პირობები