კომპანია Adidas-მა თავის კონკურენტ Nike-ის მსგავსად, სმარტ-საათებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა განასაჯაროვა.
კომპანიის ინფორმაციით, Adidas-ი 1-ელი ნომებრიდან 399 დოლარიანი მოწყობილობის რეალიზაციას დაიწყებს, რომელიც Samsung Galaxy Gear-სა და Nike FuelBand SE-ის შორის შუალედურია.
გერმანულ კომპანიაში განმარტავენ, რომ Adidas Smartwatch-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდება, თუმც ის ყველა ქვეყანაში გაყიდვაში ერთდროულად არ ჩაეშვება. მათივე ინფორმაციით, ის Galaxy Gear-სა და iWatch-ისგან განსხვავებით ძირითადად სპორტსმენებზე იქნება ორიენტირებული.
მასალის გამოყენების პირობები