ქუთაისის საქალაქო სასამართლოში კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილისა და ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა მისი დაცვის ქვეშ მყოფის სურვილია დასწროს პროცესს, თუმცა მას ვირუსი აქვს და ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის მოხერხებს თუ არა პროცესზე დასწრებას.
,,ჯერჯერობით არ ვიცი დასწრება თუ არა სასამართლო პროცესს, ამის შესაძლებლობა თუ მისცემს ჯანმრთელობის მდგომარეობა დაესწრება", _განაცხადა ჩივიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, დასაქმების პროგრამის ფარგლებში ამომრჩევლების მოსყიდვაში ადანაშაულებს.