21 ოქტომბერს 14:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე და "ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ელექტრონულ დარბაზს გახსნიან .
ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ელექტრონული დარბაზის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვა "ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით შეძლო. მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე "ლიბერთი ბანკმა" ელექტრონული დარბაზისთვის 50-მდე კომპიუტერი, ავეჯი და სხვა საჭირო ტექნიკა შეიძინა.