21 ოქტომბერს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის მცირე დარბაზში გერმანიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი კლასიკოსი გიტარისტი ტარიელ სუარი სოლო კონცერტს გამართავს.
ტარიელ სუარი სოლო კონცერტს ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების წინააღმდეგ გამართავს.
გიტარისტი კონცერტზე ბახის პირველ სავიოლინო სონატებსა და პარტიტებს შეასრულებს. ტარიელი გერმანიაში ცნობილია როგორც გერმანელი კომპოზიტორის იოჰან სებასტიან ბახის მუსიკის ერთერთი საუკეთესო ინტერპრეტატორი.
კონცერტის ორგანიზატორია „ჩემი ხელოვნების სახლი 2012".