უამინიდობამ პრობლემები შეუქმნა საქართველოს ზღვისპირეთს. განსაკუთარებით ბათუმს, ქობულეთსა და ფოთს.
შტორმმა ბათუმის ახალი ბულვარი დაზიანა და საფეხმავლო გზები და ველობილიკები ქვა-ღორით დაფარა. ასევე ზიანი მიადგა ქობულეთის პლაჟებსაც. დაზიანდა ნაპირზე მდგარი რამდენიმე ნაგებობა, ძირითადად კაფე-ბარები. მწყობრიდანაა გამოსული საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ინვენტარი.
,,მთელი ღამის განმავლობაში მთელი აჭარის ზოლზე ვპატრულირებდით. დაფიქსირდა ხუთბალიანი შტორმი სარფი-მწვანე კონცხის მონაკვეთში და ქობულეთში _ უფრო მეტი. ზღვამ ახალი ბულვარის ტერიტორიაზე და ქობულეთში სავალ ნაწილზე ზღვის ბალასტი ამოყარა. სერიოზულ ზარალთან არ უნდა გვქოდეს საქმე. ახლა შესაბამისი სამსახურები სამუშაოებს აწარმოებენ და მიმდინარეობს ახალი ბულვარის გაწმენდა"- აცხადებს აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე მამუკა თურმანიძე.
ფოთში, ნაბადის ტერიტორიაზე ტალღებმა ნაპირზე 35 ვაგონით დატვირთული, მალტის დროშის ქვეშ მცურავი, ბორანი "სმატი" გამორიყა, რომელიც პორტიდან გუშინ გავიდა.
ზღვისპირეთში უამინდობა გეძელდება. სამაშველო და აღგენითი სამუშაოები გამოდარებისთანავე დაიწყება.