19 ოქტომბერი, 12 საათი, სასტუმრო „თბილისი მარიოტი" „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის" მართავს მრგვალ მაგიდას, თემაზე: „მოსამართლეთა თვითმმართველობის როლი მართლმსაჯულების გაძლიერების პროცესში." შეხვედრა ტარდება პროექტის „საქართველოს სასამართლოს სისტემაში დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტების დანერგვის ადვოკატირება" ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის „სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის" პროგრამის მხარდაჭერით. პროექტი დაფინანსებულია, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მეშვეობით.
შეხვედრის მიზანია, მოსამართლეთა კორპუსსა და არასამთავრობო სექტორს შორის მოსაზრებების გაცვლა მოსამართლეთა თვითმართველობის როლის გაზრდისა და გაძლიერების საკითხებზე, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნისა და დამოუკიდებლობის სხვა გარანტიებზე, ასევე მოსამართლეთა სოციალური დაცვის თემატიკაზე. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნება „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებები და შემდგომი ინიციატივები მოსამართლეთა კორპუსის გაძლიერების მიზნით.
შეხვედრაზე მოწვეულნი არიან აღმოსავლეთ საქართველოს სასამართლოების მოსამართლეები, თბილისის სასამართლოების მოსამართლეები. შეხვედრას ასევე დაესწრებიან კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციისა და ასოციაცია „საქართველოს მოსამართლეთა ერთობის" წევრები.
მასალის გამოყენების პირობები