წელს ქვეყნის აეროპორტებიდან 9980 რეისი შესრულდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2013 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული რეისების რაოდენობა 2012 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებულ ფრენებთან შედარებით გაზრდილია 15 %-ით. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2013 წელს ქვეყნის აეროპორტებიდან განხორციელდა 7976 ერთეული რეგულარული ფრენა, ხოლო 2004 ერთეული ჩატრეტული ფრენა. 2012 წლის იანვარ-სექტემბერში კი სულ განხორციელებულია 8677 რეისი, საიდანაც 6350 ერთეული რეგულარული ფრენა იყო, ხოლო 2327 ერთეული კი ჩარტერული ფრენა.
მასალის გამოყენების პირობები