მესტიის თამარ მეფის აეროპორტის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას კლების ტენდენცია აქვს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2013 წლის იანვარ-სექტემბერში მესტიის თამარ მეფის აეროპორტის მიერ გატარებული მგზავრების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 94 %-ითაა შემცირებული. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2013 წლის 9 თვეში მესტიის თამარ მეფის აეროპორტის საშუალებით გადაყვანილ იქნა 158 მგზავრი, მაშინ როდესაც იმავე აეროპორტმა 2012 წლის 9 თვეში 581 მგზავრი გადაიყვანა.
შეგახსენებთ, რომ იანვარ-სექტემბერში, საქართველოს აეროპორტების საშუალებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ 1 მლნ 395 ათას 313 მგზავრი შეადგინა, რაც 30 %-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილ მგზავრებთან შედარებით.