იანვარ-სექტემბერში, საქართველოს აეროპორტების საშუალებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ 1 მლნ 395 ათას 313 მგზავრი შეადგინა, რაც 30 %-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილ მგზავრებთან შედარებით. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, წელს აეროპორტებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 53 %-ით მეტი იყო, ვიდრე 2011 წლის 9 თვის განმავლობაში.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2012 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტების საშუალებით გადაყვანილია 1 მლნ 72 ათას 264 მგზავრი, ხოლო 2011 წლის 9 თვეში საქართველოს აეროპორტების საშუალებით გადაყვანილი მგზავრების რიცხოვნებამ 913 ათას 249 მგზავრი შეადგინა.