ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ,,ხუდონჰესისი" ინვესტორის ლობირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კალაძემ განაცხადა მთავრობა ლობირებას და იცავს ყველა იმ პროექტს პროექტს, რომელიც არის ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი.
"ნებისმიერ პროექტს, რომელიც გააჩნია არა მარტო ენერგეტიკის სამინისტროს, არამედ სხვა უწყებებს, მთავრობა ყოველთვის დაიცავს და პრინციპულად მიუდგება ამ პროექტების განხორციელებას. ერთი მეგავატიდან დაწყებული, ნებისმიერ ჰიდროელექტროსადგურს ვუყურებთ ერთნაირად, მნიშვნელობას ვანიჭებთ მათ აშენებას ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის, ეკონომიკის განვითარებისთვის, ბევრი საწარმოს აშენებისა და დასაქმების პრობლემის გადაჭრისთვის. ეს ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული და ამიტომ, ჩვენ არა მარტო ჰუდონს, არამედ სხვა დიდ ჰიდროელექტროსადგურებსაც აუცილებლად ავაშენებთ", - განაცხადა კალაძემ.
მისივე გამარტებით, ის არასამთავრობოები, რომლებიც დღეს `ყველაზე მეტს ყიყინებენ", ,,ხუდონჰესის" ხელშეკრულების გაუმჯობესებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ.