მთავრობის კანცელარიის უფროსის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუ რა განთავსდება პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში. როგორც ჟურნალისტებთან ცქიტიშვილმა განაცხადა ახალ პრეზიდენტს მუშაობა სახელმწიფო კანცელარიაში მოუწევს იქამდე, ვიდრე ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის რეზიდენციის რეკონსტრუქცია არ დასრულდება.
,,პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით ჯერ საბოლო გადაწყევტილება მიღებული არ არის. ჯერ მნიშვნელოვანია არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიანად და შემდეგ ვიფიქრებთ იმაზე თუ რა შეიძლება განთავსდეს პრეზიდენტის რეზიდენციაში. იქამდე სანამ ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობა არ დასრულდება, ახალი პრეზიდენტი კანცელარიაში იქნება განთავსებული",_ განაცხადა ცქიტიშვილმა, რომელმაც არ გამორიცხა, რომ ავლაბრის რეზიდენციაში შესაძლოა საგარეო საქმეთა სამინისტროც განთავსდეს.
,,ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ, შეიძლება პრეზიდენტის რეზიდენციაში განთავსდეს საგარეო საქმეთა სამინიტრო, ან სხვა სამინისტროები, ამაზე ჯერ ნაადრევია საუბარი. ჯერ იმ შენობაში მუშაობს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია", -განაცხადა ცქიტიშვილმა.