ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაზე რა თანხას გამოიყო იმით, ქალაქის 24 საათიანი წყალმომარაგება, მთლიანი გაზიფიცირება და ნაგავსაყრელის მოწესრიგება იქნებოდა შესაძლებელი. ქუთაისის ყოფილი მერის გიორგი თევდორაძის თქმით, მთავარი პრობლემა არა წყალი და ნაგავსაყრელია, არამედ მისი უფუნქციობაა.
„ქალაქისთვის მნიშვნელოვანია წყალიც და ნაგავსაყრელიც, თუმცა მთავარი მისი ფუნქციაა. ქუთაისში პარლამენტის გადმოტანით მიეცა სტატუსი და ამ სტატუსის მინიჭებით მოგვარდება ყველა ის პრობლემა, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ"- განუცხადა ხადურს თევდორაძემ.
მასალის გამოყენების პირობები