დაპირისპირება პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე. კომისიის სხდომაზე, სადაც ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წევრებისთვის, 2014 წლის ფინანსური დოკუმენტის ანგარიში უნდა წარედგინა, დაპირისპირება თავად მინისტრსა და გიორგი ვაშაძეს შორის, იუსტიციის სახლის პროექტთან დაკავშირებით დაიწყო.
საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს.
„მონდევნო წლის ბიუჯეტი არის სამარცხვინო მდგომარეობაში. კატასტროფული მდგომარეობა გვექნება მომდევნო წელს. რეკორდულად მაღალ, 400 მლნ ლარს ისესხებს სახელმწიფო. ვერ გაიზრდება პენსიები. შემცირდება დასაქმებულთა რაოდენობა და საერთოდ შეჩერდება ინფრასტრუქტურული პროექტები. სწორედ ამ საკითხს მოყვა დებატები ჩემსა და ნოდარ ხადურს შორის"- განაცხადა ვაშაძემ.