22 ოქტომბერს, 18:30 საათზე საქართველოს მწერალთა სახლში პაატა ქურდაძის წინგნის «ანტიდოტი » პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნის პირველი პრეზენტაცია პარიზში, მონმარტის სენ პიერის ეკლესიის საგამოფენო დარბაზში გაიმართა, სადაც მწერალთან ერთად საკუთარი წიგნი "პოლკოვნიკის 40 დღე" გელა პატიაშვილმაც წარადგინა.
ქურდაძის თქმით, ახალ წიგნში შესული სამი ესეს მიზანია დაამტკიცოს კულტურისა და განათლების მნიშვნელობა საქართველოში.
"ამ წიგნში შევიდა ჩემი სამი ესე, რომელთა ძალიან შემოკლებული ვარიანტები გამოქვეყნებულია "ცხელ შოკოლადში". სამივე ესეს ძირითადი მიზანია დაამტკიცოს, რომ კულტურა და განათლება საქართველოში უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ბევრი ის დარგი, რომელის ტრადიციულად ითვლება ქვეყნის სტრატეგიულ დარგებად", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ავტორმა.
ქურდაძე აცხადებს, რომ « ანტიდოტი » არის კულტურა, რომელსაც შეუძლია უხვად დაგროვილი ტოქსიკებისგან გაათავისუფლოს დღევანდელი ქართული საზოგადოება და მას განვითარების საშუალება მისცეს.
წიგნი პარიზში გამომცემლობა « Moulin de P » მიერ გამოიცა.