ექსპერტ სოსო ცინცაძის შეფასებით, ოპოზიცია 30 მაისის თვითმართველობის არჩვენებზე მოუმზადებელი და დაქსაქსული მიდის.
~თვითმართველობის არჩვენებისთვის ოპოზიციის მიერ ერთიანი ლიდერის გამოვლენა ჯერ პრაიმერის, ახლა კი სოციოლოგიური გამოკითხვით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ საკმაოდ ~მძიმე წონიანი~ პარტიები არჩვენეში მონაწილებაზე უარს აცხადებენ. ამიტომ, კანდიდატი, რომელსაც გამოავლენენ ერთიანი ოპოზიციის არ იქნება. ფორუმის, ბურჯანაძის და ლეიბორისტების ელექტორატი არა თუ მხარს არ დაუჭერს ამ კანდიდატს, თუ ისინი თავის ლიდერი ერთგულები არიან არჩვენებზეც კი არ წავლენ, რაც ოპოზიციის ამომერჩეველ ელექტორატს ძალიან ასუსტებს~, - განაცხადა ~ჯი-ეიჩ-ენთან~ საუბრისას სოსო ცინცაძემ.
ექსპერტის შეფასებით, ოპოზიციას არჩვენებისთვის ერთიანი კანდიდატის გამოვლენის ნაცვლად საპროტესტო ელექტორატის გაერთიანებაზე უნდა ეზრუნა.
~დღევანდელი მონაცმებით, ისეთი ლიდერი არ ჩანს, რომელიც ქვეყანაში არსებულ საპროტესტო ელექტორატს გააერთიანებს. ამის გათვალისწინებით, კი ე.წ. ეთიანი კანდიდატის გამოვლენას სკეპტიკურად ვუყურებ~, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.
ე.წ. პრაიმერის ინიცატორი პარტიები კი თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის შესარჩევად სოციოლოგიურ გამოკითხვას ხვალიდან დაიწყებენ. კობა დავითაშვილის პარტიის ოფისში, ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად გამოკითხვის დაწყების შესახებ ოპოზიციონერები სპეციალურ განცხადებას ხვალ, 12:00 საათზე გააკეთებენ.
ე.წ. პრაიმერის ინიციატორმა პარტიებმა პირველ მარტს განცხადება გაავრცელს, სადაც პრაიმერის ჩატარებაზე უარი თქვეს და დაეთანხმნენ წინადადებას, რომელიც თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის სოციოლოგიური კვლევის გზით გამოვლენას გულისხმობს. განცხადებაში ნათქვამია, რომ პრაიმერის ინიციატორები მზად არიან, ერთიანი კანდიდატის შერჩევის წესის შესახებ დაინტერესებულ მხარესთან 7 მარტის ჩათვლით, ნებისმიერი წინადადება განიხილონ, ხოლო 7 მარტის შემდეგ სოციოლოგიური გამოკითხვის წესებს დამოუკიდებლად შეიმუშავებენ.