საქართველოს მთავარი პროკურორის აღცილ კბილაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა მისი გახსნის ზუსტი თარიღის პროგნოზირება ჯერ-ჯერობით შეუძლებელია.
როგორც კბილაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქმის გამოძიების ფარგლებში დამატებით არაერთი მნიშვნელოვანი მოწმე გამოიკითხა და მათ შორისაა ნათელა მოდებაძეც, რომელიც აცხადებს, რომ ჟვანიას გარდაცვალების ღამეს შემთხვევის ადგილზე საეჭვო გარემოებები საკუთარი თვალით ნახა.
"ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდიანარეობს. რა თქმა უნდა პროგნოზირება იმისა, თუ რა შედეგი დადგება, ჩემი მხრიდან არამართებული იქნება, დაველოდოთ მოვლენებს. ყველა ადამიანი, მათ შორის ეს ქალბატონიც გამოკითხულია, სხვათა შორის პროკურატურის მხრიდან, ნათელა მოდებაძეზეა საუბარი. მე არ ვიცი, მიჭირს დროის პროგნოზირება, იმიტომ, რომ გარკვეული მოქმედებები როდის დასრულდება, მათი შედეგები როდის გახდება ცნობილი, ეს ჩვენგან პროგნოზირებას არ ექვემდებარება, აქედან გამომდინარე, თარიღის განსაზღვრა არამართებული იქნება, მაგრამ როგორც ადრე, ახლაც ვიმეორებ, რომ ეს ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება და ყველას ეცოდინება სრული სიმართლე,"- განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
მთავარმა პროკურორმა ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გვამების ეგსჰუმაციის საკითხზეც გააკეთა განცხადება. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი ჯერ-ჯერობით დაზუსტებული არ არის.