დღეს, 18 ოქტომბერს საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი სასტუმრო "რედისონში", პროკურატურის სტრატეგიული განვითარების და სამომავლო გეგმების, ძირითადი პრიორიტეტებისა და მთავარი ამოცანების შესახებ პრეზენტაციას გამართავს.
მთავარი პროკურატურიის ინფორმაციით, პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.