ქუთაისის საქალაქო სასამართლოში კახეთის გუბერნატოუის ზურაბ ჭიაბერაშვილისა და ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის საქმის არსებითი განხილვა 21 ოქტომბერს 13:00 საათისთვის გადაიდო.
ვანო მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, მათ დააყენეს მოსამართლე ნათია ბარბაქაძესთან შუამდგომლობა იმის შესახებ რომ პროკურატურას რამდენიმე დღით ადრე მიეწოდებინა იმ მოწმეების ვინაობა, რომელებიც დღევანდელ პროცესზე უნდა დაკითხულიყვნენ. როგორც ჩივიაშვილმა განმარტა მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
,,ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა იმის შესახებ, რომ პროცესი რამდენიმე დღით გადადებულიყო, რადგან პროკურატურამ დაარღვია კანონი და არ მოგვაწოდეს რამდენიმე დღით ადრე იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომელებსა დღეს კითხავდნენ. ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა, თუმცა მაინც გაითვალისწინა ჩემი თხოვნა სასამართლო პროცესის გადადების შესახებ და გადადო", _განაცხადა ჩივიაშვილმა.