ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე თავდაცვისა და შს ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას მოსამართლემ საბოლოო განაჩენი უნდა გამოუტანოს.
განაჩენის გამოცხადებამდე კი დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ ბრალდებისა და დაცვის მხარეები. სიტყვის უფლება მიეცემა ბრალდებულ ბაჩო ახალაიასაც.
,, დღეს დასკვნითი სიტყვების ეტაპია და ველოდებით, რომ მოვა პროკურორი, რომელსაც არ ექნება უაზრო აცილების შუამდგომლობა და იტყვის დასკვნით სიტყვას, რის შემდეგ დაცვის მხარე წარმოთქვამს თავის სიტყვას. ამის შემდეგ სასამართლო საბოლოო განაჩენის გამოსატანად გავა", - განაცახადა ჟურნალისტებთან ბაჩო ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ე. წ. ციხის ბუნტის საქმეზე პროკურორი უკვე მესამედ შეიცვალა, რის გამოც აღნიშულ საქმეზე დასკვნით სიტყვას პროკურორი ლევან ადეიშვილი იტყვის, რომელიც აღნიშნული საქმის პროკურორად დაინიშნა.