საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ღამეს კოკა ყანდიაშვილი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ტელეფონით ესაუბრნენ.
ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის თქმით, მაშინ, როდესაც იგი ექს-პრემიერის გარდაცვალების საქმეს იკლევდა, კოკა ყანდიაშვილმა დაუდასტრა, რომ 2 თებრვლის ღამეს ზურაბ ჟვანიას მობილური ტელეფონით 2 ჯერ ესაუბრა, თუმცა სატელეფონო ამონაწერში ყანდიაშვილის ნომრიდან განხორცელებული მხოლოდ ერთი ზარი იყო დაფიქსირებული.
"დამიდასტურა კოკა ყანდიაშვილმა, რომ ზურაბ ჟვანიას იმ საღამოს მცირე მონაკვეთის შუალედით, დაახლოებით 10 წუთიანი შაულედით 2-ჯერ ელაპარაკა. მაშინ, როცა ამონაბეჭდებში მხოლოდ ერთი ზარი იყო დაფიქსირებული კოკა ყანდიაშვილთან. იყო ასევე ზურაბ ადეიშვილის შემავალი ზარი. სავარაუდოდ, ზურაბ ადეიშვილის ზარზე გავიდა სახლიდან ზურაბ ჟვანია. შემდეგ ეს სატელეფონო ამონაბეჭდის მტკიცებულებები არეული იყო. ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება იყო, რომ კოკა ყანდიაშვილის ერთი ზარი აკლდა. ის გადაკეთებული იყო, ამოგდებული თუ მის ნაცვლად სხვა იყო ჩასმული, ეს გამოძიების საკვლევი მასალაა,"- განაცხადა ვახტანგ კომახიძემ.
ჟვანიას გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეში აღმოჩენილი ახალი გარემოებების გამო, საქმეზე ოფიციალური ვერსია უახლოეს მომავალში შესაძლოა, სრულიად შეიცვალოს.ჟვანიას და მასთან ერთად გარდაცვლილი ქვემო ქართლის გუბერნატორის ყოფილი მოადგილის რაულ უსუპოვის საქმისთვის უბედური შემთხვევის კვალიფიკაციის შეცვლის მიზეზი შესაძლოა, საქმეში აღმოჩენილი ახალი მტკიცებულებები გახდეს.
რაულ უსუპოვის მამა იაშირ უსუპოვი TV-3-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მომხდარიდან 8 წლის შემდეგ საქმის დალუქული მტკიცებულებების გახსნის შედეგად დაგენილია, რომ მისი შვილის ტანსაცმელი დასვრილია, რის გამოც ოჯახს უჩნდება ეჭვი, რომ სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე რაულ უსუპოვი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
ამასთან, გარდაცვლილის მამა აღნიშნავს, რომ რაულ უსუპოვის ერთ-ერთი ფეხსაცმელი, რომელიც მტკიცებულებებიდან გაუჩინარებული იყო, აღმოჩნდა, რომ ის საქმეში დევს, თუმცა სრულიად განსახვავეული ზომის, ფორმის და სხვა ბრენდის.
იაშირ უსუპოვის თქმით, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მტკიცებულებების გაყალბებას და ხელახალი ძიების დასრულების შემდეგ, საქმეს უბედური შემთხვევის კვალიფიკაცია შეეცვალოს და მკვლელობის კვალიფიკაცია მიეცეს.
"მალე ყველა დავინახავთ, რომ ოფიციალური ვერსია თავდაყირა დადგება. ეს იყო პოლიტიკური ხასიათის დაგეგმილი მკვლელობა და ეს ყველამ იცის. მალე დადგინდება, რომ გაზით არ არიან მოწამული. ჩემი შვილი თუ არა, მაშინ სხვა ვინმე იქნებოდა იქ სცენარის გასაფორმებლად. დადგეს უაზრო სცენარი, რომლისაც თვითონაც არ სჯერათ. რომ გახსნეს მტკიცებულებები და ვნახეთ შარვალი, ის ისეა დასვრილი ტალახით, რომ იმ შარვლით ქუჩაში არავინ ივლის, მით უმეტეს თანამდებობის პირი. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ მოხდა რაღაც ჩხუბი და შეხლა-შემოხლა,"- განაცხადა იაშირ უსუპოვმა და დასძინა, რომ თუ უახლოეს პერიოდში აღნიშნული საქმის ძიება სათანადო შედეგით არ დასრულდება, არ არის გამორიცხული ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გვამების ეგსჰუმაციაც მოხდეს.
არსებული ინფორმაციით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში განახლებული საქმის ძიება ფინალურ სტადიაშია და ახალი მოწმეებიც დაიკითხნენ, რის შედეგდაც აღმოჩენილია ახალი გარემოებები.
შეგახსენებთ, რომ საქართელოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას და ქვემო ქართლის გუბერნატორის ყოფილი მოადგილის რაულ უსუპოვის ცხედრები საბურთალოს ქუჩის 53-ში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 2005 წლის 3 თებერვალს აღმოაჩინეს.