15 ოქტომბერს, საბაჟო გამშვები პუნქტის „ვალეს" ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან შემოვიდა ირანის მოქალაქე ე.ს.ა., რომლის ბარგისა და ხელბარგის დათვალიერებისას აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი - დიქსენოქსიტალე - 20 აბი და ფსიქოტროპული პრეპარატი ფსევდოეფედრინი - 10 აბი.
საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას.