საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, შესაძლოა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საფრანგეთის სააპელაციო სასამართლომ პარასკევს გაათავისუფლოს.
"განიხილება ექსტრადიციის საკითხები. ჩვენ ველოდებით დამატებით დეტალებს. პარასკევს შესაძლოა ის გაათავისუფლონ,"- განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ფრანგმა სამართალდამცველებმა 14 ოქტომბერს დააკავეს. მას საფრანგეთის სასამართლომ 40 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადნა ედება, მათ შორისაა სახელმწიფო პოლიტიკური პირის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღება.
ამჟამად საქართველოს მთავარი პროკურატურა თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ექსტრადიციისთვის საჭირო მასალებს ამზადებს. უწყების სამმართველოს უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის ილია ჩილინგარაშვილის განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ, მასალები საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს გადაეგზავნება.
ბრალდებებს არ ეთანხმება კეზერაშვილის ადვოკატი. მისი თქმით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები აბსურდული და პოლიტიკურად მოტივირებულია.