შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ფოთის პორტის N8 ნავმისადგომთან, ზღვის დაბინძურების ფაქტზე, (ფეკალური მასების ზღვაში ჩაღვრა) მოლდოვის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი "GHADA D" დააკავეს.
აღნიშნული გემის კაპიტანს, სირიის რესპუბლიკის მოქალაქეს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე (პრიმა ორი) მუხლის VII ნაწილის შესაბამისად, ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარის და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 68 ლარის და 20 თეთრის ოდენობით, რომელიც მის მიერ იქნა უზრუნველყოფილი. გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.
მასალის გამოყენების პირობები