თბილისის მერის გიგი უგულავას სასამართლო პროცესი 12 ნოემბერს განახლდება. დღევანდელ პროცესზე კი ოთხი მოწმე დაიკითხა მათ შორის ყოფილი პრემიერი ნიკა გილაური, რომელიც აცხადებს, რომ პროკურატურას ფაქტების დადასტურება გაუჭირდება.
,,ოთხივე მოწმემ დაადასტურა, რომ აბსოლუტურად კანონიერად მოხდა რიყის ტერიტორიის გასხვისება და არანაირი უკანონობა არ ყოფილა. შესაბამისად მოწმეები რომელიც პროკურატურას მოჰყავს არაფერს არ აძლევს მათ საიმისოდ, რომ ვინმეზე, ან რაიმე დანაშაულზე იყოს საუბარი ", - განაცხადა პროცესის დასრულების შემდეგ გიგი უგულავას ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის მერის გიგი უგულავას მორიგი სასამართლო სხდომა 2006 წელს რიყის ტერიტორიის საკონკურსო წესით გასხვისებისა და აღნიშნული მიწის ნაკვეთის გაყიდვის კანონიერებასთან დაკავშირებით გაიმართა. პროცესზე ბრალდების მხარის 4 მოწმე დაიკითა.