თბილისის მერის გიგი უგულავას განაცხადებით პროკურატურა სასამართლო პროცესს შეგნებულად აჭიანურებს. როგორც საქალაქო სასამართლოში პროცესიის დაწყებამდე უგულავამ განმარტა აუცილებელია დაიკითხოს მთავარი მოწმე ჯოზეფ ქეი.
,,პროკურატურა დაინტერესებულია რაც შეიძლება სასამართლო პროცესი გაწელოს. ვისმენთ მოწმეებს ხელმეორედ და ასე ნელ-ნელა მიიწევს პროცესი წინ. დარწმუნებულ ვარ, პროცესი, დაახლოებით, სანტა-ბარბარასავით გაგრძელდება", _განაცხადა უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის მერის გიგი უგულავას მორიგი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესზე 2006 წელს რიყის ტერიტორიის საკონკურსო წესით გასხვისებისა და აღნიშნული მიწის ნაკვეთის გაყიდვის კანონიერებასთან დაკავშირებით, ბრალდების მხარის 4 მოწმე დაიკითხება.