საქართველოს მთავარი პროკურატურა თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ექსტრადიციისთვის საჭირო მასალებს ამზადებს.
უწყების სამმართველოს უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის ილია ჩილინგარაშვილის განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ, მასალები საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს გადაეგზავნება.
"იგი დააკავეს საფრანგეთის სამართალდამცველებმა როგორც საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირი. ჩვენ დაგვიდასტურეს ფრანგებმა, რომ იგი დაკავებულია და ჩვენის მხრივ ჩვენც დავუდასტურეთ, რომ მის მიმართ ძებნა კვლავ ველიდურია. ვამზადებთ შესაბამის მასალებს, დოკუმენტაციას და შესაბამისი საერთასორისო ხელშეკრულებებით დადგენილ ვადაში მივაწვდით საფრანგეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს,"- განაცხადა ილია ჩილინგარაშვილმა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ფრანგმა სამართალდამცველებმა 14 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადნა ედება, მათ შორისაა სახელმწიფო პოლიტიკური პირის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღება.