რუსთავში ე.წ. ინტერნატების დასახლებაში უბედური შემთხვევის შედეგად რვა წლის ბავშვი დაიხრჩო.
სამი მოზარდი იმ ტერიტორიაზე წავიდა სათამაშოდ სადაც დაზიანებული წყლის მილის შედეგად დიდი რაოდენობის წყალია დაგროვილი, რვა წლის მოზარადი კი თამაშის დროს ჩავარდა.
,,რუსთავი-2"-თან საუბარში გარდაცვლილის ბებია თამარ ამადიანი კი აცხადებს, რომ მის შვილიშვილს ხელი კრეს და წყალში ისე ჩააგდეს. თუმცა ერთ-ერთი მოზარდი, რომელიც უბედური შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფბოდა ამბობს რომ მის მეგობარს ფეხი დაუცურდა და წყლის ორმოში ისე აღმოჩნდა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცვავები უკვე მუშაობენ და მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.