საბურთალოს რაიონში, "საქართველოს ბანკის" ცენტრალური ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 3 პირი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, 2004 წელს ჩადენილი ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგვიანებით გაავრცელებს.