საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი საფრანგეთში დააკავეს, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, დეტალები მოგვაინებით გავრცელდება.
სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლებით კეზერაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეა აღძრული.
დავით კეზერაშვილი - ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2006 წლის 11 ნოემბრიდან 2008 წლის 5 დეკემბრამდე. ისრაელის მოქალაქე.
დაიბადა თბილისში. 1992 წელს ბებიასთან ერთად ისრაელში, ჰოლონში, გადასახლდა. წლინახევრის შემდეგ ისევ საქართველოში დაბრუნდა. 1999 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. ფლობს ინგლისურ, რუსულ, იტალიურ ენებსა და ივრითს.
იუსტიციის სამინისტროში მუშაობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილის თანაშემწე გახდა. შემდეგ ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა, სადაც ერთი პერიოდი ფინანსური პოლიციის განყოფილების უფროსი იყო. 2006 წლის 11 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტზე შეცვალა ირაკლი ოქრუაშვილი. ამ თანამდებობიდან გადაყენებულ იქნა 2008 წლის 5 დეკემბერს.