ქუთაისის მეორე საპყრობილეში გარდაცვლილი 16 წლის გოგა ძველაიას ოჯახის წევრებს საპატიმრო დაწესებულებაში არსებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერებს დღეს აჩვენებენ.
აღნიშნული ვიდეოჩანაწერების ნახვის შემდეგ ექსპერტიზაც დაინიშნება და დადგინდება არის თუ არა კადრები უწყვეტ რეჟიმში გადაღებული.
პარალელურად, გოგა ძველაიას გარდაცვალების საქმეს დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილიც აკვირდება, რომელიც საკუთარ დასკვნას გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრებს რამდენიმე დღეში წარუდგენს.
16 წლის გოგა ძველაია ქუთაისის მეორე საპყრობილეში რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები მომხდართან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტრის ვერსიას არ ენდობიან და მიიჩნევენ, რომ 16 წლის ძველაია ციხის ე.წ. მაყურებლებმა მოკლეს.
აღნიშნულ საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურა იძიებს.