თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი შეაჩერა.
ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს. "თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წ. 9 ოქტომბრის განჩინებით, შეჩერდა სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს 2013 წლის 12 სექტემბრის #264 გადაწყვეტილების მოქმედება, რითაც გამოცხადდა კონკურსი სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე", - ნათქვამია განცხადებაში.