3 ნოემბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ჯუზეპე ვერდის 200 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით შესრულდება დიდი კომპოზიტორის მიერ ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოების მოტივებზე შექმნილი ოპერა "რიგოლეტო".
საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობისთვის პაატა ბურჭულაძის მოწვევით თბილისს ეწვევა ესპანელი ბარიტონი, რიგოლეტოს პარტიის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი ხუან ხესუს როდრიგესი და დირიჟორი, ვალენსიის თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი და არენა დი ვერონას მთავარი დირიჟორი ომერ მეირ ველბერი. ასევე მონაწილეობენ: სოლისტები- მზია ნიორაძე, რამაზ ჩიკვილაძე, ოთარ ჯორჯიკია. საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და საგუნდო კაპელა. რეჟისორი- დავით საყვარელიძე.
ღონისძიების ორგანიზატორია ფონდი "იავნანა" და იტალიის საელჩო საქართველოში.