რუსეთის ქალაქ ტვერში ოთხი ქართველი დააკავეს, რომლებიც ავტომობილების ძარცვით იყვნენ დაკავებულნი. რუსული მედიის ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში მოქალაქის განცხადება შევიდა, რომელიც იუწყებოდა, რომ მისი ავტომობილიდან, ბოროტმოქმედებმა ავტომობილის ფანჯრის გატეხვის შემდეგ 17 ათასი რუბლი გაიტაცეს და მიიმალნენ.
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების გატარების შედეგად დაკავებულია ოთხი ქართველი, 46 დან 52 წლამდე ასაკის. დადგენილია ასევე, რომ ისინი მონაწილენი არიან მთელ რიგ დანაშაულებში, რომლებიც ავტონობილების ძარცვას ეხება.
დანაშაულის ჩადენამდე ბოროტმოქმედები ავტომობილს საბურავს უშვებდდნენ და როდესაც მძღოლი საბურავის გამოცვლით იყო დაკავებული მას ძარცვავდდნენ. დაკავებულების ვინაობა არ სახელდება.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.