დღეს, 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში "არტისტერიუმი 2013" ფარგლებში ლადო ფოჩხუას პერსონალური ფოტოგამოფენა "ქართული მელანქოლიის ანატომია" გაიხსნება.
ავტორის შემოქმედება მისი წარსულით არის შთაგონებული. გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებს ავტორი ასე აღწერს: " ამ პროექტის არსებობას დიდწილად ვუმადლი ჩემს მეხსიერებას და ვითარებებს, რომელთა შეცვლაც მე არ შემეძლო. ამ გამოფენაზე გამოტანილი ფოტოსურათები ჩემი გზის ეტაპებია, რომელიც ლტოლვილის ცხოვრებიდან ადამიანურ ცხოვრებამდე გავიარე."
ლადო ფოჩხუას ბოლო დროინდელ უმნიშვნელოვანეს გამოფენებს შორის აღსანიშნავია მისი პერსონალური გამოფენა ბუდაპეშტში, პრაღის ბიენალე და ლაიბციგში გამართული ჯგუფური გამოფენა. ნოემბერში კი არტისტერიუმის დასრულების შემდგომ ნიუ-იორკის "Brooklyn box" გალერეაში პერსონალური გამოფენას გამართავს.
გამოფენა ეროვნულ გალერეაში 14 ნოემბრამდე გაგრძელდება.