დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დროებითი სამთავრობო კომისიის წევრებთან ერთად გორისა და ქარელის რაიონის ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლები მოინახულეს. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას შსს-ს მხრიდან საუბრის ძირითადი თემა უსაფრთხოების საკითხებსა და ადგილობრივების მიერ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უსაფრთხოდ დამუშავებას შეეხო. შეხვედრაზე დროებითი კომისიის წევრებმა ასევე მოისმინეს ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზებზე მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს.