ხობის რაიონის სოფელ ხორგაში შსს-ს სპეცოპერაციას ერთი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია პოლიციელი დავით დემურია. დაჭრილია 4 პოლიციელი. შსს ძებნილი პირის აყვანის ღონისძიებას ახორციელებდა, რასაც შეიარაღებული დაპირიპირება მოჰყვა. ეჭვმიტანილმა სამართალდამცავებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია და ცეცხლი გაუხსნა. ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, დეტალები ზუსტდება და ინფორმაცია რამდენიმე ხანში გავრცელდება.