იტალიის სასამართლომ "თბილისის განვითარების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი საბანაძე გაათავისუფლა. ადვოკატების განმარტებით, ექსტრადიცია არ იქნება. გადაწყვეტილების მიზეზი ევროკავშირის ქვეყნებში მიღებული პოლიტიკური თავშესაფარია.
იტალიელმა სამართალდამცველებმა წითელი ცირკულარით ძებნილი "თბილისის განვითარების ფონდის" ყოფილი თავმჯდომარე სექტემბერში დააკავეს. ბრალად მას ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მითვისება-გაფლანგვა ედება.