12 ოქტომბერს, 19:00 საათზე - თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება. ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და "კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის" ორგანიზებით გაიმართება, გენერალური სპონსორია კომპანია „კავკასუს ონლაინი". ფესტივალის დამფუძნებელი და გენერალური სამხატვრო ხელმძღვანელია ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე. ფესტივალის გახსნას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრება, ხოლო დახურვაზე ფესტივალს თელავში, მინისტრი გურამ ოდიშარია ესტუმრება.
ფესტივალის საზეიმო გახსნა - 12 ოქტომბერი - პროგრამაშია: ქართული ხალხური სიმღერები;
ბეთჰოვენი კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის #3 თხზ.37;
ბრამსი - კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის თხზ. 77;
მონაწილეობენ: საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „რუსთავი",
საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრი - დირიჟორი არიელ ცუკერმანი;
სოლისტები:კოლია ბლაჰერი, ელისო ვირსალაძე
13 ოქტომბერი - საოპერო მუსიკის კონცერტი
პროგრამაშია: ვერდი, სენ-სანსი, ბოროდინი, მუსორგსკი
მონაწილეობენ: საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრი - დირიჟორი არიელ ცუკერმანი;
სოლისტები: მზია ნიორაძე; ტიფანი აბანი
14 ოქტომბერი - კამერული მუსიკის კონცერტი
პროგრამაშია: შუბერტი - სიმებიანი კვინტეტი თხზ 163; შუმანი - საფორტეპიანო კვინტეტი
მონაწილეობენ: ელისო ვირსალაძე, კოლია ბლაჰერი, თამაზ ბათიაშვილი, ბენჟამენ გილმორი, ნოდარ ჟვანია, ჩულ გინ პაკი, ნატალია გუტმანი.
17 ოქტომბერი - კამერული მუსიკის კონცერტი -„ბეთჰოვენი, მისი მეგობრები და მოსწავლეები"
პროგრამაშია: ფრანც დანცი - კვინტეტი ფორტეპიანოსა და ჩასაბერი ინსტრუმენტებისათვის
ანტონ რეიხა - კვინტეტი კლარნეტისა და სიმებიანი კვარტეტისათვის
კროიცერი - სეპტეტი - ჩასაბერი და სიმებიანი ინსტრუმენტებისათვის
მონაწილეობენ: ელისო ვირსალაძე, ედუარდ ბრუნერი, გიორგი ქობულაშვილი, ჯააკო ლუომა,
პჟემისელ ვოიტა, მიხეილ ქართველიშვილი, სიმებიანი კვარტეტი „იბერი".
18 ოქტომბერი - კონცერტი - მომავალი თაობა (მუსიკალური კოლეჯის დარბაზი)
19 ოქტომბერი- კამერული მუსიკის კონცერტი
პროგრამაშია: ბეთჰოვენი- კვარტეტი ფ-ნოსა და სიმებიანი ტრიოსათვის თხზ 16
ჰუმელი - საფორტეპიანო კვინტეტი თხზ 87
მონაწილეობენ: ელისო ვირსალაძე, ინგოლფ ტურბანი, ბენჟამინ გილმორი, ნატალია გუტმანი, მიხეილ ქართველიშვილი.
20 ოქტომბერი - ფესტივალის დასკვნითი კონცერტი
პროგრამაშია: ბარდანაშვილი - კონცერტი ფლეიტისა და სიმებიანი ორკესტრისათვის „სულის გარდასახვანი" ; შოსტაკოვიჩი - კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისათვის #2 თხზ 126
ბეთჰოვენი - კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის #5 თხზ. 73
მონაწილეობენ: თბილისის კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა", საფესტივალო სიმფონიური ორკესტრი- დირიჟორი არიელ ცუკერმანი;
სოლისტები: ელისო ვირსალაძე, ნატალია გუტმანი.
2013 წლის ფესტივალი მოიცავს 6 კონცერტს, რომლის უმეტესობა საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრის თანხლებით გაიმართება. იგი დაკომპლექტდა საგანგებოდ ფესტივალისთვის და მასში უკრავენ მაღალპროფესიონალი მუსიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან. ორკესტრს უდირიჟორებს მაესტრო არიელ ცუკერმანი.
2013 წლის ფესტივალის სოლისტები შემდეგი შემადგენლობით წარსდგებიან მსმენელის წინაშე: ელისო ვირსალაძე, კოლა (ლუკას ნიკოლაი) ბლაჰერი, ინგოლფ ტურბანი, ნატალია გუტმანი, ედუარდ ბრუნერი, ბენჟამინ გილმორი, მიხეილ ქართველიშვილი, ნოდარ ჟვანია, ჩულ გინ პაკი, გიორგი ქობულაშვილი, ჯააკო ლუომა, თამაზ ბათიაშვილი, პჟემისელ ვოიტა, მიხეილ ქართველიშვილი. ფესტივალში მონაწილეობენ ასევე საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „რუსთავი" და სიმებიანი კვარტეტი „იბერი".
წლევანდელ პროგრამაშია საოპერო მუსიკის კონცერტიც, 13 ოქტომბერს თელავში სოლისტები მზია ნიორაძე და ტიფანი ობანი იმღერებენ.
კონცერტები, ტრადიციულად, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართება. საფესტივალო საღამოები მსმენელს სთავაზობს მრავალფეროვან პროგრამას, რომელშიც შესულია მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრები. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ბელგიელი ფოტოხელოვანის დერეკ პრაჟერის ფოტოგამოფენა.
ფესტივალი ტარდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
გენერალური სპონსორი - „კავკასუს ონლაინი"
მხარდამჭერები:
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაცია, თბილისის მერია, ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმი "წინანდალი", სასტუმროთა ქსელი „ელ-ჯი", სასტუმროთა ქსელი „რჩეული", სასტუმრო „ძველი თელავი", „ვინივერია", კომპანია "JTC", კომპანია "VT Georgia".
საინფორმაციო მხარდაჭერა:
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, გაზეთები „24 საათი" და „ ჯორჯია თუდეი", "Focus TV", "GHN", რადიო „მუზა" და რადიო ერთი, „არტარეა".