15 ოქტომბერს, 19:00 საათზე, გალერეა "ბაიაში" სოფო ნეგრინის გამოფენა "ქვის ქანდაკება" გაიხსნება.
მოქანდაკე სოფი ნეგრინი დაიბადა ვერსალში, საფრანგეთი.
იგი ცხოვრობდა რომში, პარიზში, ბოგოტაში, ამჟამად მოღვაწეობს თბილისში. 1997 წლიდან მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში: დიდ ბრიტანეთში, აშშ, კოლუმბიაში, არგენტინაში, ურუგვაიში, საფრანგეთიში და ესპანეთში.
გამოფენა გალერეა "ბაიაში" გაგრძელდება 20 ოქტომბრამდე.