შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ფოთის მეოთხე ნავმისადგომთან, ზღვის დაბინძურების ფაქტზე, კომბოჯის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი "VOLGOBALT- 227"-ი დააკავეს.
აღნიშნული გემის კაპიტანს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე (პრიმა ორი) მუხლის VII ნაწილის შესაბამისად, ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ, ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარის და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 922 ლარის ოდენობით,რომელიც მის მიერ იქნა უზრუნველყოფილი. გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.
მასალის გამოყენების პირობები