თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე 16 წლის ახალგაზრდა ცივი იარაღით დაჭრეს.
როგორც "ჯი-იჩ-ენს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტში განუცხადეს, დაჭრა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. 
უწყების ინფორმაციით, უკვე დადგენილია ინციდენტში მონაწილე პირების ვინაობა და მათ დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. 
დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.