ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილი გოგა ძველაიას საქმის გამოძიებაში პროკურატურა ერთვება. სწორედ პროკურატურა გაუწევს პროცესებს ზედამხედველობას და დაადგენს, რა გახდა არასრულწლოვნის გარდაცვალების მიზეზი - ეს იყო მკვლელობა თუ ბრალდებულმა მეორე საპყრობილეში თავი მოიკლა.
პროკურატურა ამოიღებს და შეისწავლიან ყველა იმ ვიდეოს, რომელიც სათვალთვალო კამერით არის გადაღებული. უკვე დაკითხეს მსჯავრდებულები და ციხის თანამშრომლები.
პროკურატურის საქმეში ჩართვა სახალხო დამცველის აპარატის რეკომენდაციით მოხდა.
ცნობისთვის, 16 წლის მოზარდი 8 ოქტომბერს საკუთარ საკანში გარდაცვლილი იპოვეს.იგი მარიამობას პრეზიდენტმა შეიწყალა და ახლა კი ქურდობისთვის იყო დაპატიმრებული. ამ ეტაპზე პატიმრის გარდაცვალებას სასჯელაღსრულების სამინისტრო თვითმკვლელობას უკავშირებს. ოჯახი კი თვითმკვლელობას გამორიცხავს. 16 წლის პატიმრის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტიც უკვე ჩაერთო.
მასალის გამოყენების პირობები