10-12 ოქტომბერს უკრაინაში კიევის მეორე საერთაშორისო ფორუმი იმართება, რომელიც უკრაინის ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზაბით ტარდება.
ღონისძიებას დაესწრება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი. ქართული დელეგაცია უკრაინაში ვიცე-პრემიერის კახა კალაძის ხელმძღვანელობით გაემგზავრება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხრიდან ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ხელმძღვანელი გიორგი სიგუა. ფორუმის ოფიციალურ გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით უკრაინის ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ვილკული, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახი კალაძე და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალიბ რიფაი წარსდგებიან.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა, კონფერენციაზე წარადგენს მოხსენებას გამაჯანსაღებელი ტურიზმის შესახებ. ასევე მონაწილეობას მიიღებს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის BSEC-ის წევრი ქვეყნების ტურიზმზე პასუხისმგებელი მინისტრების დისკუსიაში. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაესწრება ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონიშძიებებს და გამართავს მაღალი რანგის შეხვედრებს