10 ოქტომბერს ეროვნული ბანკის 7-დღიან N41, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 250 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ერთ კომერციულ ბანკს. მინიმალური, მაქსიმალური და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 3.75 პროცენტით განისაზღვრა.