საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ზურაბ აბაშიძე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციასთან ერთად, 11-14 ოქტომბერს ქალაქ დუბროვნიკში (ხორვატია), ნატო-ს საპარალმენტო ასამბლეის 59-ე საშემოდგომო სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
დუბროვნიკის სხდომას ნატო-ს 28 ქვეყნის 340-მდე პარლამენტარი და ასევე ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპული ქვეყნების დელეგაციები დაესწრებიან.
სხდომის მსველობისას, დელეგაციის წევრები განიხილავენ ისეთ თემებს, რომლებიც ეხება ბალკანეთს, ავღანეთსა და მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროგრესს.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან ბერძენიშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი.