16 წლის პატიმრის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ჩაერთვება. ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომელიც სენაკში გარდაცვლილის ოჯახში იმყოფებოდა.
დეპუტატმა ძველაიების ოჯახი მოინახულა და მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო.
,,მე მივალ ციხეში და ვნახავ იმ საკანს და ჩანაწერსაც და რა ინფორმაციაც მექნება პირუთვნელად და იმ სახით ოჯახს მივაწვდი", _აცხადებს ბესელია.
შეგახსენებთ, 16 წლის პატიმარი გოგა ძველაიას ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილი იპოვეს. ამ ეტაპზე პატიმრის გარდაცვალებას სასჯელაღსრულების სამინისტრო თვითმკვლელობას უკავშირებს. ოჯახი კი თვითმკვლელობას გამორიცხავს და საქმეში სახალხო დამცველის ჩართვას მოითხოვს.