საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, 3.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თბილისის დროით 18:25 საათზე დაფიქსირდა და მისი ეპიცენტრი ქალაქ ონთან იყო.
არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.