5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის მფლობელებს, შესაძლოა, ქონების გადასახადის გადახდა დაეკისროს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ გიგლა აგულაშვილმა განაცხადა ინიციატივის მიზანი მიწის პროდუქტიულობის გაზრდაა.
,,5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის მფლობელისთვის ქონების გადასახადის შესაძლო დაკისრებასთან დაკავშირებით არის მხოლოდ და მხოლოდ იდეა. ამ საკითხზე კონსულტაციებს გავდივართ დაინტერებულ მხარეებთან: ფერმერებთან, ექსპერტებთან, სოფლის მეურნეობის მუშაკებთან. რეგიონებში ბევრს დავდივარ და ვხედავ საკუთრებაში არსებულ მიწის ფართობებს, რომლებიც წლებია არ დამუშავებულა. დაუმუშავებელი მიწა კი ნიშნავს ნაკლებ პროდუქტს. ამიტომ დაინტერესებულ ადამიანებთან აღნიშნულ საკითხზე მოთელვას გავდივართ, ხომ არ ვაქციოთ იდეა კანონპროექტად. პროცესები უნდა წავიდეს იქითკენ, რომ რაც შეიძლება ჩვენი სასოფლო სამეურნეო სავარგულები პროდუქტიული იყოს", _აცხადებს ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აგულაშვიმა.
აგულაშვილის განცხადებით, სოფლის მოსახლეობაშიც მისმა იდეამ მოწონება დაიმსახურა.
,, რეგიონებში როცა დავდივარ და მოსახლეობას ჩვენი მუშაობის ანგარიშ ვაბარებ ვესაუბრები ამ იდეის შესახებ და ჯერჯერობით კრიტიკული დამოკიდებულება არ გამოთქმულა. საკმაოდ გაგებით ეკიდებიან. ამ საკითხთან დაკავშირებით ვინმეს თუ აქვს კრიტიკული აზრი არ გავურბივარ და შემიძლია დამატებითი კონსულტაციები გავმართო", _აცხადებს აგულაშვილი, რომელიც ვერ აკონკრეტებს როდის შეიძლება იქცეს იდეა კანონპროექტად.
გიგლა აგულაშვილის განაცხადებით ინიციატივის მიზანი ბიუჯეტის შევსება არა არის, პირიქით მისი მიზანია რაც შეიძლება მეტი პროდუქტიული გახდეს ქართული მიწა.
,,ინიციატივის მიზანი ბიუჯეტის შევსება არ არის, მთავარია ის ეფექტი რაც მიწის დამუშავებამ უნდა მოგვიტანოს. ადამიანებს თუ არ აქვს მიწის დამუშავების სახსრები შეუძლია მიწა გააქირაონ, შეიძლება გახდეს კოოპერატივის წევრი, შეიძლება ბანკში და აიღოს სესხი და უამრავი საშუალება არსებობს, რომ მიწა გამოუყენებელი არ დარჩეს. ნათქვამია ,,გული თუ გულობს ქადა ორი ხელით იჭმევა", _აცხადებს გიგლა აგულაშვილი.