საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი გიორგი ბარათშვილი საქალაქო სასამართლოში პროცესის ჩანიშვნას ელოდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ბარათაშვილის ადვოკატმა მარიამ გოგოსაშვილმა განაცხადა ისინი სასამართლოდან იმ გადაწყვეტილების გაბათილებას ითხოვენ, რომლის თანახმად მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.
,,ველოდებით სასამართლოსგან ინფორმაციას პროცესის ჩანიშვნის თაობაზე. ჩვენი მოთხოვნაა იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რის საფუძველზე გიორგი ბარათაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. მიმაჩნია, რომ ჩვენი სარჩელი საკმაოდ დასაბუთებულია სასამართლო ჩვენს არგუმენტებს გაითვალისწინებს", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მარიამ გოგოსაშვილმა.
რაც შეეხება ,,ჯი-ეიჩ-ენის" შეკითხავს შესაძლებელია თუ არა მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს ბარათაშვილის ადვოკატი პასუხობს:
,,ამ ეტაპზე ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. ვნახოთ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს პირველი ინსტანციის სასამართლო. ჩვენ დაველოდებით მოვლენების განვითარებას", -განაცხადა მარიამ გოგოსაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათშვილი ბორდმა უკვე დაკავებული თანამდებობიდან მეორედ გაათავისუფლა. ბარათაშვილმა კი გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.